საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო. სალომე ზურაბიშვილმა და ტადაჰარუ უეჰარამ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ჩვენ უნდა მოვითხოვოთ და მოვილაპარაკოთ, ვიდრე წევრობაზე და კანდიდატობაზე გვექნება საუბარი, ევროკავშირმა შეგვიყვანოს წინსწრებით ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი აღიარებულია, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დღეს პრესკონფერენციაზე ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.
მივმართავ საჯაროდ შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინეთ, ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან? - წერს „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეკა ბესელია, რომელიც ამბობს, რომ სოციალურ ქსელში მისი პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი ვრცელდება.
საქმე ეხება ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „სხვადასხვა საშუალებებით" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაიწყო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ წელს მედიასთან პირველი შეხვედრა ახალ ფორმატში - პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში გამართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 იანვარი, 2019) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0003 პუნქტით გამყარდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა საშუალებებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვრცელდება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება.
საქართველოს ხელისუფლებამ მედიასა და მოსახლეობას დაუმალა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში ქართველებმა ენგურის ხიდის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 2019 წელს, ქალაქ გარდაბანსა და მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - სართიჭალასა და ახალსოფელში მინი სპორტული მოედნები მოეწყობა.
თბილისის მერი კახა კალაძე გაზის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას და „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ სპეციალურ მმართველს, გიგლა თამაზაშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.