მარტო ჰგონია რომ იმყოფება საერთოდ პარლამენტში ამ ადამიანს და სხვა ადამიანები მარტო ღილაკზე ხელის დამჭერები არიან, აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისამართით გააკეთა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხები გაორმაგდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
25 იანვარს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები გაიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის და ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების მოსახლეობისათვის.
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ „სხვადასხვა საშუალებებით" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაიწყო.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის (250 000 ლარი) აღების ფაქტზე დაკავებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილს და ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ.
2020 წლიდან ეროვნული გამოცდების წესში ცვლილებები შედის და აბიტურიენტებს ოთხი საგნის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანში ექნებათ გამოცდა ჩასაბარებელი. სიახლე ისაა, რომ სავალდებულო აღარ იქნება ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება - უნივერსიტეტებს აქვთ უფლება, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პროექტ „მინისტრის პირისპირ” ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიმდინარე წელს დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.
ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ენზელ მკოიანმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა ნინოობის დღესასწაული ნინოწმინდის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მიულოცეს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში, ე.წ. „გარსიას ჭალაში“ გაბიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
შეერთებული შტატების ჩრდილოეთ კაროლინას დიუკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების დირექტორი, პროფესორი მეგან ნიილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მის მიერ ჩინელი სტუდენტებისთვის გაგზავნილი ელექტრონული წერილის გამო, სადაც დაჟინებით მოუწოდებდა მათ არ ესაუბრათ ჩინურად, რადგან ბიოსტატისტიკის სამაგისტრო პროგრამის ორმა სტუდენტმა, რომელთა ვინაობაც არ დასახელებულა, მას იმის შესახებ შესჩივლეს, რომ უნივერსიტეტის დეპარტამენტის საჯარო სივრცეებში ჩინელი სტუდენტები „საკმაოდ ხმამაღლა“ ჩინურად საუბრობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.