„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კუპატაძე, რომელიც საპატრულო პოლიციას 2017 წლის 23 ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა, საზღვრის დაცვის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.
„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის 42% პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 32% - ცუდად.
კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.
„მიღებულია გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში სოფელ ლაილაშში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობის შესახებ“, უთხრა 29 იანვარს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში გამართულ კრებაზე ადგილობრივ მოსახლეობას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 37% - ცუდად, 12% კი, ძალიან ცუდად.
საქართველოში პირველად ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირთან მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა გაიმართა. ამ მიზნით, საქართველოს ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი ეწვია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა 2019 წლის 31 იანვარს ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის საკითხს საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.
ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გუბაზ სანიკიძე საქართველოში სომხური სცენარის განვითარებას პროგნოზირებს და მიანიშნებს, რომ ამ პროცესების ავანგარდში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იდგება, რომლის რეიტინგიც, მისი აზრით, მატულობს და იგი უკვე ქართული საზოგადოებისთვის „აბსოლუტურად სწორ“ გზავნილს განავრცობს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და საბერძნეთის ელჩები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.