დღეს, პრემიერ მინისტრმა საზოგადოებას უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება გააცნო, რომლის შედეგად, 600 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე საკუთარ ოჯახებთან ერთად ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება, აცხადებს პაატა კვიჟინაძე.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დედაქალაქში ახალი ბილბორდების გამოჩენას ეხმაურება.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებას, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის თაობაზე გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენდნენ ოპოზიციურ პარტიებს, კერძოდ, ამ შემთხვევაში „ევროპულ საქართველოს“, ემიჯნებიან იმ „ღირებულებებს“, რომელსაც გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობა“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის დავალიანების ჩამოწერას ფონდი „ქართუ" უზრუნველყოფს და ბიუჯეტიდან „არც ერთი თეთრი" არ დაიხარჯება.
„გადაჭარბებით შეფასება ამ ინიციატივის შეუძლებელია. 31 დეკემბერს 600 ათასი ჩვენი მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები შეხვდებიან ვალების გარეშე, სუფთა ფურცლიდან, ახლიდან. გარკვეულწილად ეკონომიკური ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა ეძლევათ", აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე.
ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აანონსებდა, რომ შემოდგომა იყო ის ვადა ,როდესაც გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს მიღებული გადაწყვეტილება, ვფიქრობ ისტორიულია, აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე თბილისში ახალი ბანერების გამოჩენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბანერები სახელწოდებით, „არა ნაცებს! არა ბოროტებას!" ნეგატიური კამპანიის ნაწილია, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.