საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სოფელ ატოცში საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები „ნაციონალურმა მოძრაობის“ დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების გამოძახილია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში, ცენტრალურ მაგისტრალზე ფეხით მოსიარულე შუახნის ქალს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2018 წლის 14-15 ნოემბერს დამთავრდება გამოცხადებული ტენდერი და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამუშაოების შესრულება.
საქართველოს თავდაცვის უწყება გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას ეხმაურება. სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჭანკოტაძე მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის და „სამხედრო ფორმით მოსახლეობისადმი გავრცელებული პოლიტიკური მიმართვა, მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს".
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩასულმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს „რუსეთის დღის წესრიგის მიხედვით“ ნაბიჯების გადადგმაში, საქართველოს ოკუპაციის „მოღალატეობრივი პოლიტიკის“ განხორციელებასა და მტრისთვის, „კარების შიგნიდან გაღებაში“.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას ინფორმაციით, სამეგრელოს სრული გაზიფიცირების პროცესი ორ წელიწადში დასრულდება. ეს განცხადება ნათია თურნავამ სენაკის რაიონის სოფელ თეკლათში გააკეთა, სადაც დღეს მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთ ოჯახში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში.
მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0151 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.