დევნილი ოჯახების განსახლებისთვის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში წარდგენილია 90 მილიონი ლარი, რაც ნიშნავს, რომ 2000-მდე ჩვენი მოქალაქე და ოჯახი მიიღებს ახალ ბინას ამ პროგრამის ფარგლებში, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
მთავრობა სოციალური პროგრამების ჩარჩოს პრინციპულად ცვლის, - როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ახალი სისტემის თანახმად, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, მუშაობის დაწყების მიუხედავად, სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას ვერ ხედავს ირაკლი ოქრუაშვილი. როგორც მან ხუთშაბათს, „TV პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა, სააკაშვილის და მისი პარტიის მიერ ძალაუფლების სათავეში ხელახლა მოქცევის შანსებსა და რევანშის საფრთხეზე საუბარი „თვალებში ნაცრის შეყრას“ წარმოადგენს, რადგანაც მისი თქმით, სააკაშვილმა ჯერ უნდა აღიდგინოს მოქალაქეობა, „ვაშაძის ხელმოწერით, ან მის გარეშე“ და ამასთან, იგი „ მინიმუმ უნდა გამართლდეს“ იმ საქმეებზე, რაზეც ქართულმა მართლმსაჯულებამ განაჩენები გამოიტანა.
ბიძინა ივანიშვილის მორიგი დაპირების, რომ ერთ წელიწადში მდგომარეობა გამოსწორდება, არ სჯერა სააკაშვილის ხელისუფლების შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უცხადებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი მოხსენებით გამოვიდა ბათუმში გამართულ კონფერენციაზე -„ჩვენ პროფესიონალები ვართ“, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ სოფელ უძლოურში, მაცხოვრის ამაღლების მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში - შუა ნოსირში, ნოსირში, ახალსოფელში, საგვარამიოსა და თეკლათში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა - აშენდა 79 044 გრძივი მეტრი ინფრასტრუქტურა და 1345 აბონენტს მიეცა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა.
შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ბრიგადის ფსიქიკური აშლილობის მქონე ვეტერანმა კალიფორნიის ხალხმრავალ ბარში 12 ადამიანი მოკლა, მათ შორის პოლიციელი, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საზოგდოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადამოვიდა დრო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ინერვიულოს, რადგან მათ ეს ნერვიულობა დაიმსახურეს.
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პირველ ტურში პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ჭორების გამავრცელებელი მანქანები ჭორებს მივრცელებენ ვაშაძეს აძლევს ხმასო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.