ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარია სოფელ ფონიჭალის მოსახლეობას შეხვდა.
სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit 2019 საწყისი დაგეგმარების კონფერენცია გაიხსნა. Agile Spirit 2019 წინა წლებთან შედარებით ყველაზე მასშტაბური საველე სწავლებაა, სადაც ფართოდ იქნება წარმოდგენილი ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 ნოემბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0132 პუნქტით გაუფასურდა.
"მე ვფიქრობ, ეს იყო ძალიან გულწრფელი გამოსვლა ადამიანის, რომელიც უკვე ამ სამუშაო შეხვედრების შემდეგ ფლობს სრულ ინფორმაციას მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში, თუ რა ვითარებაა რეგიონებში, რა ვითარებაა თბილისში და რა მზაობა არსებობს გუნდში, რომ გავიმარჯვოთ მეორე ტურში", განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ივანიშვილის ვიდეომიმართვის შეფასებისას.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ტრადიციული თათბირი გამართა.
„გრიგოლ ვაშაძე მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბირთვული შეიარაღებისა და კოსმოსის განყოფილებაში და ეს რასაც ნიშნავს, ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ აქ ხშირად გვაქვს ხოლმე საუბარი რბილ ძალაზე და რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე და წარმოიდგინეთ, რა ვითარებაა, რომ ასეთი ადამიანი არის მხარდაჭერილი პიარული კუთხით რუსი შკლიაროვის მიერ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ფეიკ ნიუსებს ავრცელებთ ამ კამპანიის განმავლობაში, უკვე ორი თვეა, გვესმის თქვენი ტყუილზე აგებული კამპანია“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართვას აფასებს.
მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურებიან. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, ივანიშვილის განცხადება ლიდერის განცხადება იყო.
ჩვენ დღეს ვიხილეთ გაბანკროტებული და სასოწარკვეთილი ლიდერის გამოსვლა - ადამიანის, რომლის არათუ ჭარბი ნდობა, არამედ ნულოვანი ნდობა გააჩნია ჩვენს მოსახლეობას, ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.