ხონის მუნიციპალიტეტის ქუტირის ადმინისტრაციულ ერთეულში „ქუტირლობა“ აღინიშნა. ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, დილიდან ქუტირის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ტაძრის წინამძღვარმა აღავლინა, მრევლი და სოფელი დალოცა და ადგილობრივებს დღესასწაული მიულოცა.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქორწინების რეგისტრაციის ახალ სტანდარტს ნერგავს. დღეიდან რეგისტრატორები ქორწინებას ახალ, თანამედროვე დიზაინის ერთიანი სტანდარტით შექმნილ უნიფორმებში დაარეგისტრირებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ჩინეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე პრეზიდენტ სი ძინპინის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ტ.ჯ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო.
დღეს იწყება საერთო სახალხო, ხაზს ვუსვამ, ზეპარტიული, საერთო-სახალხო მოძრაობა, რომელსაც ჰქვია - არა ჩრდილოელის დიქტატს, არამედ საქართველოს დამოუკიდებელ ხვალინდელ დღეს, განაცხადა ლადო კახაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე.
როგორც კი გავიმარჯვებთ, გამოვაცხადებთ ამნისტიას შეძენა-შენახვისა და მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ვინც დღეს კიდევ ციხეში არის, აღნიშნული განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის პრეზდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.
დღეს აქ ვხედავ იმ სახეებს, რომლებიც მთელი ცხრა წელიწადი ერთად ვიდექით იმ ტყვიებში , ცეცხლში, გაზების გაშვების პერიოდში და ათასი უბედურება გადავიტანეთ და მაშინ არ შეგვშინებია,. მე მინდა აქედან ვუთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს აქ ვიკრიბებით იმიტომ კი არა, რომ თქვენი გვეშინია, ჩვენ 2-ში? დაგამარცხებთ თქვენ ძალიან ძალიან დიდი გამარჯვებით, დიდი პროცენტით აუცილებლად, განაცხადა ია მეტრეველმა თბილისში, ვერის ბაღში „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამართულ აქციაზე.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს: მე ვოცნებობ პრეზიდენტის პოსტზეო - ქალბატონო, თქვენ იცით, რაზე ოცნებობს საქართველოს მოქალაქე?, აღნიშნული მიმართვა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში მხარდამჭერებთან შეხვედრისას გააკეთა.
ვერის ბაღში „ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ აქცია გაიმართა. ვერის ბაღში შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ამ ძალას დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სადავეები, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.