„ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას კი არ მიუღწევია კარგი შედეგისთვის, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია ცუდ შედეგს და ამაში არის ფუნდამენტური განსხვავება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ბოროტება და ძალადობა ქვეყანაში არ უნდა დაბრუნდეს.
იურიდიული კომიტეტის თავმდომარე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მეორე ტურში სულ სხვა მოცემულობაა, რადგან მისი თქმით, „აქ არის შავი და თეთრი; წარსული და მომავალი“.
„ძლიერთა თამაშები 2018“-ში ქართველმა სამხედროებმა პირველი ადგილი უკვე მეორედ მოიპოვეს. ქართველ ჯარისკაცებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად დახვდნენ.
პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ ამ არჩევნების პირველი ტურის მთავარი შედეგი არის იმის დადასტურება, რომ ხელისუფლების არჩევნებით დამარცხება შესაძლებელია. ასევე, ნოდიას აზრით, ამით, „კიდევ ერთხელ დამარცხდა „მესამე ძალის“ ფეტიში, ანუ აზრი, რომ სანამ რაღაც „მესამე ძალა“ არ ჩამოყალიბდა, „ქართულ ოცნებას“ ძვრას ვერ უზამ“.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე და ძალადობრივი დანაშაულების ფაქტებზე დავით ახალაიას 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მთავარი პროკურატურა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
Lion Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ 737“, რომლის ბორტზეც 188 ადამიანი იმყოფებოდა, ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ზღვაში ჩავარდა - არც ერთი გადარჩენილი არ არის ნაპოვნი.
ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, უბნების 99.97% (3 705 უბნიდან 3 693+11) დათვლილია და სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.64 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.74 პროცენტი აქვს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყის პერიოდში, კვირა დღეს უნდა ჩატარდეს.
ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, უბნების 99.95% (3 705 უბნიდან 3 692+11) დათვლილია და სალომე ზურაბიშვილს ხმების 38.63 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძეს კი 37.74 პროცენტი აქვს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყის პერიოდში, კვირა დღეს უნდა ჩატარდეს.
თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურმა ცხადყო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ გარემოში. მეორე ტური კი დამკვიდრებულ მაღალ პოლიტიკურ სტანდარტზე მიუთითებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.