„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ჩვენი დიდი ეროვნული ამოცანა იყო ივანიშვილის გუნდის ამ სამარცხვინო და ქვეყნის ინტერესებისთვის საშიში კანდიდატის გამარჯვება არ დაგვეშვა".
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი წინ არის, თუმცა მეორე ტურსაც არ გამორიცხავს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის შტაბში მივიდა და მას გამარჯვება მიულოცა.
„დაველოდოთ ცესკოს მონაცემებს. დიდი ალბათობა არის იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვოს. ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ პირველივე ტურში დამთავრებულია ყველაფერი“, განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ეგზიტპოლების შედეგები ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციას გააჩნია რეალური შანსი გამარჯვების მეორე ტურში.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ ძალიან ბედნიერია“, მაგრამ „ფრთხილად ბედნიერი“, რადგან მთავარი ცესკოს ოფიციალური მონაცემები იქნება.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის არჩევნებში თავად ლიდერობს.
კომპანია „ფიქოპროექტის" ეგზიტპოლის მონაცემებით, მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, რომელმაც ხმათა 52.3 % მიიღო. გრიგოლ ვაშაძე 28.1%, ხოლო დავით ბაქრაძე 9.2%
ამერიკული ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის მონაცემებით, „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს და დამოუკიდებელ და მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს თანაბარი 40-40 %-იანი მხარდაჭერა აქვს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დავით ბაქრაძეს, 10 %-იანი მხარდაჭერა აქვს, „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა ნათელაშვილს კი, 3%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.