თბილისში საქართველო-იაპონიის მთავრობებს შორის ორმხრივი ინვესტიციების დაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დაიწყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ირანის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მოადგილე სეიედ ჰამიდ კალანტარი ხელმძღვანელობს.
„ახლო მომავალში ჩვენ შევქმნით უპრეცედენტო შესაძლებლობებს რეგიონში, სადაც ქართველ და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საერთაშორისო მისიების განხორციელებისთვის მომზადების ამაღლების საუკეთესო პირობები ექნებათ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში, ჰოჰენფელსში ვიზიტისას, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გადასროლისწინა მომზადებას გადის.
თბილისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარს ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული.
საქართველოში დღეს პირველ ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. მერკელი თბილისს, დაახლოებით, 16:00 საათისთვის ესტუმრება.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მარნეულში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან ბაირამი მიულოცა და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ვაშაძემ პოლიტიკურ და აპოლიტიკურ მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ კოშმარი რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია მხოლოდ გაერთიანებით დასრულდება.
მარნეულში „ევროპული საქართველოს“ რიგები ორმა საკრებულოს წევრმა დატოვა და ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს შეუერთდა. ნიკა მელიას განცხადებით მათ არავინ შეერთებია ისინი გაერთიანდნენ ერთი მიზნით, რომ ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანონ.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია, მაღალმთიან სოფლებში - პარამედიკოსების პროგრამა განხორციელდება, ხოლო 100-ზე მეტი უშუქო სოფელი ელექტროენერგიას მიიღებს, - აღნიშნული გადაწყვეტილებები მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესთან, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ იამანიძესა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს არჩილ ქოჩიაშვილთან ერთად მიმდინარე საგზაო პროექტების მონიტორინგი განახორციელა.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ანგელა მერკელთან შეხვედრისას მისი გუნდი სამ ძირითად თემაზე აპირებს საუბარს ესენია: საქართველოს დეოკუპაცია, ევროპული მომავალი და ქვეყნის დემოკრატია. ბაქრაძის თქმით, სამივე მიმართულებაში გერმანიის პოზიცია მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.