შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა.
სპეცოპერაცია დასრულებულია - დაკავებულია ერთი პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ყველა მძევალი თავისუფალია.
აქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.
მეცნიერთა კავშირის "სპექტრის" ორგანიზებით ხონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, დაინტერესებული პირები და ა(ა)იპ კომუნალური სერვის ცენტრის ხელმძღვანელი კოკა გოფოძე ესწრებოდნენ.
მივმართავ ქუთაისში ბანკში შეჭრილ მძარცველს.... თუ გინდა სამი მილიონი წაიღე (დოლარში მოითხოვე, მჩატეა), ოღონდ სათაო საქართველოს ბანკის მეპატრონის გალახვაც მოითხოვე რა ძმურად. ნახევარი საქართველო შენზე ილოცებს ძმა, - ასე ეხმაურება „ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი, დავით ახრახაძე ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრას, რომელიც 2 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად რჩება 12 პირი, სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.
პრემიერ-მინისტრს თურქეთის პრეზიდენტთან ჰქონდა შესაძლებლობა განეხილა ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც დგას ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობის ფორმატში. ეს იყო ერთ მთავარი საუბრის შინაარსი, ხოლო მეორე მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნე გლობალურ გამოწვევებს რეგიონალურ გამოწვევებს და იმ გზებს თუ როგორ შეიძლება ამ გამოწვევებს აღვუდგეთ ეფექტიანად, ერთობლივი ძალისხმევით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ნ.დ. ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
ხონში „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებმა დანაგვიანებული ლოკაციები სხვადასხვა სახის ნარჩენისაგან დაასუფთავეს.
ხონის ა(ა)იპ ბაგა -ბაღების გაერთიანების ქსელში ახალი სასწავლო წლის დაწყება პატარებს მუნიციალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს, ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს და სახელდახელოდ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.