პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (იუნესკო) და ვროცლავის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, „წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის“ წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

სრულად...

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, დაწყებულია აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კინოსტუდიის ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სრულად...

24 სექტემბერს, კრწანისის რაიონში, 300 არაგველის სკვერის მიმდებარედ „კრწანისობა 2022“ გაიმართება. ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელიბექა მიქაუტაძე დაესწრება.

სრულად...

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე, 102-ე და 103-ებატალიონების რეზერვისტებმა სორტაში სამხედრო ფიცი დადეს. რეზერვისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ რეზერვში ჩარიცხვა მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა. ამ დრომდე მას შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაინიშნა, რომელიც მანამდე აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

სრულად...

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატიური წარმომადგენლობის უფროსის მოადგილის, საულიუს ვალაინისთან, ლიეტუვის რესპუბლიკის ქ.ზარასაის მერთან ნიკოლაი გუსევასთან,​ ბიზნეს სექტორის უფროსთან დენის შიკალოვთან​ ​ ​ და სხვა წარმომადგენლებთან.

სრულად...

რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ძალისხმევას არ ვიშურებთ მეზობლებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. წარმატებული შემთხვევები უკვე გვქონდა. მათ შორისაა 15 სომეხი სამხედრო ტყვე, რომელთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდა აზერბაიჯანის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

საქართველოში, ჩვენი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს განათლებაში, საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეკოლოგიაში, რათა მომავალმა თაობებმა კეთილდღეობაში იცხოვრონ. განათლების სისტემა გადამწყვეტია წარმატებული და პროდუქტიული საზოგადოებების გაძლიერებისათვის. 21-ე საუკუნეში განათლება ნიშნავს ინვესტირებას ციფრულ წიგნიერებაში და ინფრასტრუქტურის ხელშეწყობას ციფრული წყვეტის ამოსავსებად, რათა მომავალმა კრიზისებმა, იქნება ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მშვიდობისა თუ კლიმატის ცვლილების სფეროში, არ შექმნას სავალალო სიტუაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უახლესი ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ცხადყოფს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულ შესაბამისობაში არიან შეერთებული შტატებისა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან“. ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებულ შემზღუდველ ზომებს მივუერთდით, ხოლო წელს ეს ნორმა გავრცელდა დონეცკსა და ლუგანსკზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი