ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მე გავმართე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ნატოში, განაცხადა მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ და დაამატა, რომ „საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატოში გაწევრიანების მიმართ“.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ არის რუსეთის სამიზნე, რაც ეწინააღმდეგება აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების შეფასებებს, რომ მოსკოვი განაგრძობს თავის მცდელობებს ჩაერიოს ამერიკულ არჩევნებში - ამჯერად, ნომებერში დანიშნულ კონგრესის არჩევნებში.
პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც უკვე დაიკითხნენ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე, „კურიერის“ ინფორმაციით, ეხება 710 მილიონის ღირებულების ტენდერს, რაც შესაძლოა, ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ასევე ყოფილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძისთვის ბრალის წარდგენის მიზეზი გახდეს.
მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრით დაიწყო.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ დავით ჭიჭინაძე პარტიის რიგებიდან გარიცხა, რაც დეპუტატის მიერ საჯარო, „შეურაცხმყოფელ“ განცხადებებს უკავშირდება.
საქართველოს კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისა და მერის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, „ე.ე“ და „ე.ვ“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტის და 86I მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მერის ბრძანებით შეიქმნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო
საქართველოს ორდღიან ვიზიტად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საჰაერო ძალების წარმომადგენლები ეწვივნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ თერჯოლაში რობაქიძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.
საერთო საჯარისო ცენტრის ორი წლის იუბილე კრწანისში აღინიშნა. საიუბილეო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წვრთნებისა და განათლების სარდალი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.