საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით რუსეთში აკრედიტებულ ელჩებთან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოზიტიური დღის წესრიგი 12 აგვისტოს შეთანხმების დაცვითა და დევნილთა დაბრუნებით უნდა შეიქმნას.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მსურველებს დაფიქრებას ურჩევს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სოფელი ზარათში (მამაწმინდას უბანი) ახალი ხიდი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში იმერთუბანი-იჯარეთის გზის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. დასრულებული ინფრასტრუქტრული ღონისძიებები, დღეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაქარია ენდელაძემ და საკრებულოს თავჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა მოინახულეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს, ევროკომისარს ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში, ვალდის დომბროვსკის შეხვდა.
„ქართული ოცნების“ წევრმა, ზაზა გაბუნიამ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარცხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას მოსწონს ირაკლი კობახიძის მოთმინება, რადგან ურთულესია დამცირების და შეურაცხყოფის პირობებში, ჯანმრთელი სამუშაო გარემო შეინარჩუნო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0043 პუნქტით გამყარდა.
„ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ბერაიამ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარცხვასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, პარტიის წევრებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ კრიტიკული აზრი, მაგრამ ეს მოსაზრება პიროვნულ შეურაცხყოფაში არ უნდა გადიზარდოს, ბერაიას თქმით, ლოგიკური გადაწყვტილება მიიღეს, როდესაც ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, ტუსკმა და ბახტაძემ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.