შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ ბრიფინგი გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა და სამუშაო სადილზე უმასპინძლა შრი-ლანკის პრეზიდენტს მაითრიპალა შირისენას, რომელიც საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით, OPG -ის მე-5 გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენაზე დაახლოებით იგივეა, ერთი კვირის წინ რომ ეთქვა, რომ მამუკა ბახტაძის მიერ შერჩეულ მინისტრების წარდგენაზე იფიქრებდა.
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ იმ კომპანიებმა, რომლებიც დედაქალაქში ამა თუ იმ ინფრასტრუქტრული პროექტის განხორციელებაზე მუშაობენ და რომელთაც კონტრაქტის მიხედვით 24-საათიან რეჟიმში მუშაობა ევალებათ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით უნდა შეასრულონ.
კახა კალაძემ რეკრეაციულ ზონაში მიმდინარე მშენებლობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ქაოტურ განაშენიანებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არც ერთი მშენებლობა არ განხორციელდება სკვერებში, რეკრეაციულ ზონებში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ქუმსიშვილი - ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მისი თქმით, ამ ინფორმაციის გამჟღავნება ივანიშვილმა დაავალა პროკურატურას. გოცირიძის განცხადებით, ეს არის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ურჩობა ივანიშვილთან არავის გაუვა.
მოსაზრებას, რომ კვირიკაშვილის კადრების წმენდა მიმდინარეობს, ამის შესახებ მე ვერც ერთ სიმპტომს ვერ ვატყობ მართალი გითხრათ, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის ორი მინისტრის მთავარ პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით გააკეთა.
პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი მან შეარჩია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის“ ბანაკი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრნენ.
ქალაქ დუშეთის შემოსასვლელთან მდებარე სკვერში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, კეთილმოწყობის სამუშაოების მორიგი ეტაპი განხორცილედა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.