ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 16 ივლისს, ჰელსინკში შეხვდებიან. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ლიდერებს შორის აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა პირველად გაიმართება.

სრულად...

ფრაქცია „ევროპული საქართველოს - რეგიონების“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა ხარჯებს არ გაიზრდის, მცირე მთავრობის იდეის არასწორ გაგებას წარმოადგენს.

სრულად...

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის განცხადებით, საქართველოს ეკლესია, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე, მსოფლიო პატრიარქის პოზიციას ელოდება.

სრულად...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი მცირე მთავრობის სტრუქტურა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს და იმ პირობებში, როცა „ძალაუფლების ცენტრი არის ბიძინა ივანიშვილი“, მნიშვნელობა არ აქვს გახარია და ბახტაძე „ერთ სამუშაო კაბინეტში ისხდებიან თუ სხვადასხვა სამუშაო კაბინეტში“.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მცირე მთავრობასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის ხედვა არგუმენტირებულია. მისი თქმით, მცირე მთავრობის კონცეფცია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას გამოიწვევს და მშპ-სთან მიმართებაში, 4%-ზე დაბლა დაიწევს.

სრულად...

თბილისში, სვანიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სრულად...

სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა კენიის დედაქალაქ ნაირობის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 70-ზე მეტმა კი დამწვრობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. გარდაცვლილთა შორის 4 ბავშვია. 

სრულად...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლებიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ ზრდის ხელშეწყობას. ეს პოზიცია კიდევ ერთხელ არის დადასტურებული სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიშში, რომელიც ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა.

სრულად...

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) ორი წლისაა. საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

სრულად...

მიმდინარე ეკონომიკური გაჯანსაღება შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას  და უფრო მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიშში. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი