„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს უარი თქვას საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე და უზრუნველყოს ორივე რეგიონის შეუფერხებელი წვდომა ჰუმანიტარულ დახმარებაზე“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვრიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

სრულად...

პარლამენტის ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ეწვია. ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნო. ირაკლი სესიაშვილს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს უფროსმა კობა კობიძემ მიაწოდა.

სრულად...

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვეს მიტჩელის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.

სრულად...

რამდენიმე დღეში ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავს. ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, რათა გავმხდარიყავით ამერიკის შეერთებული შტატების ღირსეული პარტნიორი და ძლიერი მოკავშირე, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.

სრულად...

საქართველოს პრემიერ მინისტრის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა.

სრულად...

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს კამპანიის „რესპუბლიკის 100 წელი - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" შეხვდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მიღწევებზე და დამოუკიდებლობის წლებში მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

სრულად...

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ისტორიაში ყველაზე ძლიერ სანქციებს“ აწესებს ირანზე. ვაშინგტონში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა თქვა, რომ  ირანს „მისი ეკონომიკის გადასარჩენად ბრძოლა მოუწევს“ მას შემდეგ, რაც სანქციები ძალაში შევა.

სრულად...

ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრია დაკავებული. ამის შესახებ რამდენიმე წუთის შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0058 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

საქართველოს კულტურული განვითარებისა და აღორძინების ცენტრის, სტუდია N-ის ორგანიზებითა და ყვარლის მერიის მხარდაჭერით, ილიას ტბაზე დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი „მე მიყვარს საქართველო” ჩატარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი