საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ არაერთხელ დაანონსებული ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის საკითხი ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ამ დრომდე არც პროექტია ხელმისაწვდომი და არც დაფინანსების წყაროებია მოძიებული.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს.
სახალხო დამცველი მეტროს მემანქანეთა გაფიცვის შეზღუდვას ეხმაურება. ნინო ლომჯარიას შეფასებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება შეეზღუდათ, შრომითი უფლებებისათვის საზიანო და საშიში პრეცედენტია.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანთან უილბურ როსთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარებისა და ამ პროცესში ამერიკის სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის საკითხი დააყენა.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კომერციის მდივანს უილბურ როსს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გავლენის კვლევის შედეგები გაუზიარა.
აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის კომერციის მდივანს უილბურ როსს შეხვდა.
მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და რეფორმების კუთხით. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ამ შეხვედრაზე, რომ ვაგრძელებთ მათთან მუშაობას, რათა განხორციელდეს დასახული მიზნები და რა თქმა უნდა, ჩვენ საუკეთესოს ვუსურვებთ საქართველოსა და ქართველ ხალხს, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ტაო ჟანგმა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან ტაო ჟანგთან ვისაუბრეთ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთხოვეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდს სრული მხარდაჭერა ამ კუთხით. ფონდი ჩვენთან ერთად ამ მიმართულებით დაიწყებს მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ კარგ შედეგს მივიღებთ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მოადგილე თემურ ჩხეიძესთან ერთად, სოფელ ზედა ლაშეში ცენტრალური გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას, მმართველობასა და მიღწეულ შედეგებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა პიტერ როსკამმა აშშ-ის კონგრესში გამართულ შეხვედრაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.