საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, პირი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბართან ერთად, მესტიის მუნიციპალიტეტში განახლებული საბავშვო ბაღები და დევნილი ოჯახებისთვის დაფინანსებული მცირე საწარმოები მოინახულა.
მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ცაგერის ისტორიულ მუზეუმში, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, 19 მაისს მოეწყო აქცია „ღამე მუზეუმში“.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 6 ქვეყნის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავარიულ კორპუსში მოსახლეობა თვითნებურად არის შესული. მაშველებმა მცხოვრებლების ევაკუაცია სახანძრო კიბით მოახდინეს.
სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე რაფიელ ერისთავის სახლ-მუზეუმმა, მუზეუმების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების - „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, დამთვარიელებლებს უმასპინძლა.
ბულგარეთის პრეზიდენტი რუსეთიდან ბულგარეთში შავი ზღვის გავლით პირდაპირი გაზსადენის მშენებლობის წინადადებით გამოდის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა განაცხადა, როგორც ამას რუსული „კომერსანტი“ იტყობინება.
საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს დღეს სასახლეში გამართული შეხვედრისას გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.