საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რუსეთის სამეზობლოში, რომელიც მკაფიოდ დასავლური პოლიტიკის გამტარებელია და ამავდროულად, ამას ახორციელებს უაღრესად გონივრულად და რაციონალურად, პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება „რესპუბლიკელმა” სენატორმა, ლინდსი გრემმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი მიიღო, განაცხადა, რომ მომავალ თვეს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ისტორიული შეხვედრა შესაძლოა არ შედგეს.
აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ამის შესახებ სენატორებმა, რონ ჯონსონმა და კრის მერფიმ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადეს.
ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა დებალცევოში სამგზავრო ავტობუსის აფეთქების შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი" ავრცელებს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ დღეს, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია PIN-ის წარმომადგენელს, ნანა ყურაშვილს უმასპინძლა. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობას, ერთობლივად პროექტების განხორციელებისა და მუნიციპალიტეტის საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობებს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დუშეთის ფილიალის ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიმართ მკაცრი პოლიტიკა ექნება.
ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ცენტრი" წყალტუბოს სისუფთავეზე ახალი უნიფორმებით იზრუნებს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი ვაშინგტონში იმყოფება და აშშ-ის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების გასამართად ემზადება, რომლის მიზანიც დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის 12 ივნისს სინგაპურში დაგეგმილი ისტორიული შეხვედრის გარშემო შექმნილი ბუდოვანებისთვის ნათელის მოფენაა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0073 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.