თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბ.ა., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს
საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტში გაიმართა.
რუსეთის საგარეო უწყებაში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას პასუხობენ. საპასუხო განცხადება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელდა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციასთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებზე პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა.
კიდევ რჩება ძალიან მცირე, მაგრამ შესაძლებლობა, რომ პარლამენტი შეთანხმდეს ერთიან რეზოლუციაზე, განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.
უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრმა საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთა წვრთნის პროგრამა - საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის (BCT) 2018 წლის პირველი ეტაპი დაიწყო.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ზედა მესხეთის მოსახლეობას შეხვდა და გაზიფიცირების პრობლემა განიხილა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 მარტი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0134 პუნქტით გამყარდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2017 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 861.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 16.2 პროცენტით (259.1 მლნ. აშშ. დოლარით) გაიზარდა.
გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება მოითხოვს რუსეთის მხრიდან და რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს", წერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი „თვითერის“ საკუთარ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.