საქართველოს პრემიერ მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული გ.ა. ფოთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სენატში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე მტკიცე მხარდაჭერის კონსოლიდაციისა და ნატოს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხები განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კონგრესმენ ჯერალდ კონოლს შეხვდა.
76 წლის ასაკში საქვეყნოდ ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ფიზიკოსის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
თანამდებობიდან დათხოვნილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა რუსეთის „საგანგაშო ქცევისა და ქმედებების“ შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იქნება. ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა EBRD-ისა დაOECD-ის ერთობლივი ღონისძიება, სახელწოდებით „რეგიონში ბიზნეს ეთიკისა და კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პრაქტიკის დანერგვა“ გახსნა.
ზუგდიდში სამი ადამიანი დაჭრეს. დაჭრილები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება. შეხვედრა, რომელსაც მთავრობის წევრები ესწრებიან, „ქართული ოცნების" ოფისში ამ წუთებში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.