„ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს მიზანთან, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე.

სრულად...

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წილკანში ჩავიდა და ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილისა და ერთ-ერთი დაკავებულის, იოსებ პავლიაშვილის ოჯახებს შეხვდა.

სრულად...

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და იარაღის მუქარით 500 ლარი გაიტაცა. მაღაზიაში დამონტაჟებული იყო სათვალთვალო ვიდეოკამერა, თუმცა ჯერ დამნაშავის იდენტიფიცირება ვერ მოხდა, რადგან მას სახე დაფარული ჰქონდა.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საატომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, წესი-ურავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

სრულად...

მექსიკელი რეჟისორის, გილმერო დელ ტოროს ფილმმა „წყლის ფორმა“ „წლის საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში კინოაკადემია „ოსკარის“ მთავარი პრიზი მოიპოვა.

სრულად...

პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ „საქართველოს ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ ცხედარი უმოკლეს დროში გადმოვასვენოთ ოჯახში“, და „უკანასკნელი დღეების და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს“.

სრულად...

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, თბილისის სამგორის რაიონში ხის საამქროში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და ამ ეტაპზე ცალკეული კერების საბოლოო ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

სრულად...

სირიის აფრინის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში 59 თურქი სამხედრო პირი და მებრძოლია მოკლული. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“, ძირითადად ქურთებისაგან შემდგარი „სირიული დემოკრატიული ძალების“ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი