ფარავნის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს.
თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს შორის სამხედრო სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა თბილისში, „დინამოს“ სტადიონთან, ცაბაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ბ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
10 ადამიანია მოკლული თვითმკვლელის მიერ, ქაბულში ავღანეთის სადაზვერვო სააგენტოსთან ბომბის აფეთქების შედეგად.
უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ამბროლაურის შესასვლელთან, დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოშლა გამოიწვია. სტიქიის ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მეწყერი საჭიროებს აფეთქებითი სამუშაოების ჩატარებას.
სამართალდამცველებმა ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ჰ.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდესამართალდამცველებმა ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ჰ.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, სამღებროს ქუჩაზე დააკავეს.ბით, თბილისში, სამღებროს ქუჩაზე დააკავეს.
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის 70-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, რაც დიდი მოცულობის მიწა-კლდის ზვავის გზაზე ჩამოწოლას უკავშირდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მასზე დაწესებულ ახალ სანქციებს „ომის აქტი“ უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.