უკრაინა და თურქეთი ევროკავშირში ვერ შევლენ, სულ მცირე ახლო მომავალში, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა მედიაჯგუფ „ფუნკე“-სთან ინტერვიუში, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
პანკისის ხეობის სოფელ დუისსა და ომალოში სპეცოპერაცია ტარდება. დუისში 60-ამდე სპეცრაზმელი ერთი-ერთი ადგილობრივის, ვახო მაჩალიკაშვილის სახლთანაა მობულიზებული. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი, ორი მათგანი ტემირლან და რუსლან მაჩალიკაშვილები სოფელ დუისში აიყვანეს.
მოსკოვში ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა, დაღუპულია სულ მცირე 4 ადამიანი და დაზიანებები აქვს მიღებული 15 სხვას.
სერჟ სარგსიანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს და სომხეთის დელეგაციებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს პირისპირ შეხვდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ.
გიორგი ლუკავა პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
სომხეთის პრეზიდენტისა და პირველი ლედის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტებმა, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის ფარგლებში, პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას.
ბრიფინგი ხვალ, 26 დეკემბერს, 11:00 საათზე თბილისში, დიდ დიღომში მირიან მეფის ქ. N68- ში, კომპანია „ელფი“-ს ოფისში გაიმართება.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული რ.ხ. რუსთავში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.