პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მხარდაჭერილ საგადასახო რეფორმას, რომელიც 1.5 ტრილიონი აშშ დოლარის საგადასახადო პაკეტს მოიცავს. ამის შესახებ აშშ-ის მედია წერს.
ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, მარიანო რახოიმ უარი განაცხადა კატალონიის გადაყენებულ პრეზიდენტ კარლეს პუჩდემონთან მოლაპარაკებების ესპანეთის საზღვრებს გარეთ გამართვის მოთხოვნაზე.
აწყურის კულტურის სახლში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განიხილა.
კატალონიის გაძევებულმა სეპარატისტმა ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა ესპანეთს მოლაპარაკებების გამართვისაკენ ბრიუსელიდან მოუწოდა მას შემდეგ, რაც კატალონიაში რიგგარეშე არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი.
თბილისში, კრწანისის რაიონში, შალვა დადიანის ქუჩის N32-ში მდებარე ისტორიული სახლის აღდგენა დასრულდა. სამუშაოები თბილისის მერიის დავალებით, თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელა.
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, პაატა გურასპაულის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ ე.წ. ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით დაკავებულების ბრალეულობა დადასტურდა, მათ სპორტულ სამყაროში დაბრუნება ვეღარ უნდა შეძლონ.
თბილისის მერი საბავშვო ბაღებში გადასახადის შესაძლო დაწესების საკითხზე პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საპარლამენტო გამოსვლას გამოეხმაურა.
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ჩართული ქვედანაყოფების წინამოსამზადებელი სწავლება-შეფასება მიმდინარეობს. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ათეულები არიან ჩართული.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (22 დეკემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0076 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.