საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (12 დეკემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0415 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დღეს უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“-ის ბოლო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. სწავლების ხელმძღვანელობამ საქართველოს თავდაცვის მინიტრს ლევან იზორიას, „დიდგორი 2017“-ის მიმდინარეობის და განხორციელების შედეგები გააცნო.
ავსტრიაში, ბაუმგართენის ბუნებრივი აირის მილსადენზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ერთი დაღუპულის შესახებ წერს.
მოლოდინი გვაქვს, თითოეულ პირზე, ვისზეც ჩვენი კანონმდებლობით ძებნაა გამოცხადებული, შესაბამის სახელმწიფოში დაკავების შემთხვევაში, მოხდება მისი საქართველოში ექსტრადირება, – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ გააკეთა.
საქართველოს სახალხო არტისტი დიმა ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მსახიობი რუსთაველის თეატრიდან, სადაც 12:00 საათიდან 15:00 საათამდე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, ტაშით გააცილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში დამამძიმებელ გარემოებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება ინფორმაციას ავრცელებს.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ს.გ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასა (DIB) და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით, ტრენინგი „სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ" დაიწყო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმთავრესი ინსტიტუციური იარაღი პარლამენტისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი მმართველობა, გამჭვირვალობა, რესურსების ეფექტური გამოყენება და ხარჯვა და, რა თქმა უნდა, ეფექტურობის კონტროლიც, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ბედნიერი, რეალიზებული, კანონით და საზოგადოებით ზურგგამაგრებული და დაცული ქალი ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს ქმნის“, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე კონფერენციის - „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“ გახსნაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.