საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაეშვა. ქვეყანა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში", 24 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოფიციალური დახვედრის ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა - უკრაინის პრემიერ მინისტრს საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე დახვდა.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს მთავრობა, მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიისას გარდაცვლილებს გლოვობს.
რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მზადაა დატოვოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის პოსტი, რადგანაც თვლის, რომ ამის „დრო მოვიდა“.
თბილისში, სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი, ივანე გოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
არის თუ არა გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის საერთაშორისო ტერორისტად გამოცხადებული ახმედ ჩატაევი, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, აცხადებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის აღსრულების შემდეგ განაცხადა, რომ უწმინდესის გადაწყვეტილება მოსაყდრის დასახელების თაობაზე „ყველასთვის სრულიად მოულოდნელი იყო“, თუმცა მისი თქმით, „უწმინდესს „სრული უფლება“ ჰქონდა მიეღო ეს გადაწყვეტილება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.წ., ძარცვის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.