ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული საქართველოს ეროვნული ნაკრები მჯდომარე ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ხორვატიაში გაემგზავრა.

სრულად...

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობას, რომელიც აქტიურად ვითარდება, ასევე - საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმებს და მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს.

სრულად...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის საჩივარი არჩევნების შედეგების გაუქმებისა და მეორე ტურის დანიშვნის შესახებ, არ დააკმაყოფილა.

სრულად...

ესპანელმა მოსამართლემ კატალონიის პრეზიდენტობიდან გადაყენებული კარლეს პუჩდემონის და ოთხი მისი მოკავშირის, რომლებიც ბელგიაში იმყოფებიან, დაპატიმრების ორდერი გასცა.

სრულად...

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 115 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის მიღების ცერემონიალი სოფელ შინდისში, გმირთა მემორიალთან გაიმართა. 

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონსტანტინე (კოტე) აფხაზის სახელობის სამხედრო ოთახი გახსნეს.

სრულად...

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე I საარტილერიო ბრიგადის საველე სწავლება გაიმართა. საარტილერიო ბრიგადის „დანა“ ბატალიონმა დღეს გამართული საბრძოლო სროლებით სამკვირიანი წვრთნები დაასრულა. დასკვნით საველე სწავლებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე დაესწრო.

სრულად...

სირიის არმიამ ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს უკანასკნელი მთავარი ციხე-სიმაგრე დეირ ალ-ზური აიღო, რომლის უდიდესი ნაწილი ისლამისტ მებრძოლებს 2014 წლის შემდეგ ჰქონდათ ხელში ჩაგდებული.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 ნოემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0013 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

საქართველოს პარლამენტმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული შეთანხმების გაფორმებით, ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცემათ, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარს დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი