პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება და 25-26 ივნისს, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე პარკში საესტრადო შემსრულებლებისა და მუსიკალური ბენდების კონცერტები გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვისბინების გადაცემას განაგრძობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ ნათანს შეხვდა.
ლორთქიფანიძის ქუჩა N28-ის მიმდებარედ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 24 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში დასუფთავების მასშტაბურ აქციას ჩაატარებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს უახლოეს მომავალში მიიღეს.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველას აქვს პირად სივრცეში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა, მისი გუნდის წევრებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ.
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული ღონისძიების მიზანი შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კატარში ვიზიტის ფარგლებში, კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო- კატარის თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანიმ გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და ადგილზე შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.
„სამგორის გამგებლის განცხადება მე შეიძლება არ მომეწონა, თუმცა, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის პირად სივრცეში აზრის გამოხატვის უფლება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.