პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქობის ჩამორთმევის ფაქტს გამოეხმაურა.
პროკურატურამ „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს’’ დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ თვითმმართველობის საჯარო მოხელეებისათვის შეხვედრა/სემინარი გამართა.
ახალქალაქში 5-კილომეტრიანი გარბენი მოეწყო. მასში სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა. მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0029 პუნქტით გაუფასურდა.
მაიკ პენსის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საკვანძო მოვლენაა, რომელიც აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას და თანამშრომლობას გამოხატავს, აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს საქართველოში აკრედიტებული უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოში აკრედიტებული უცხოური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
თბილსერვის ჯგუფის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში - ხუდადოვის ტყე-პარკში, დასუფთავების აქცია გაიმართა. დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერი მოადგილესთან ერთად გაეცნო. ღონისძიების ფარგლებში, ხუდადოვის ტყე-პარკი წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენისგან სრულად გასუფთავდა.
თბილისის მერი დავით ნარმანია ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.