შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევანის ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ახდენენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0006 პუნქტით გაუფასურდა.
„საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო. ეს დადგენილია კონსტიტუციით, დადგენილია კონკორდატით და რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, მან გააკეთა ძალიან მკაფიო და გასაგები განცხადება“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს პრემიერ მინისტრის სნოში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.
„ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ოთარ კახიძე აქციაზე იარაღის ტარების გამო 500 ლარით დაჯარიმდა, ამასთანავე, მას იარაღის ტარება 1 თვის ვადით აეკრძალა.
ოფიციალური პირების თანახმად, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინა ღამით 10,000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების მრჩევლები დააჯილდოვა.
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ამერიკული მძიმე ტექნიკის ნაწილი უკვე ვაზიანშია. ამერიკული მძიმე ტექნიკა ფოთის პორტიდან ვაზიანში სარკინიგზო გზით ჩამოვიდა.
2017 წლის 13 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ყატარის ტურისტული ვიზის მიღებას დოჰაში ჩასვლისას, საზღვარზე შეძლებენ.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ლევან ალაფიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ნაშრომი „მაღალმთიან დასახლებებში თვითმმართველობის განვითარება მეწარმეობის განვითარების მეშვეობით“ წარუდგინა.
NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, როგორ აფასებთ მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 1% აცხადებს, რომ ძალიან კარგად აფასებს; 9% აცხადებს, რომ მთავრობის მუშაობას კარგად აფასებს; გამოკითხულთა 23% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, ხოლო 12% ძალიან ცუდად, 52% - საშუალოდ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.