სულ მცირე 48 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი სერიოზულად, მას შემდეგ რაც ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მატარებელი სადგურზე პლატფორმის ბუფერებს დაეჯახა. ინფორმაციას BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეერთებული შტატების სენატში, დრამატული ღამის შემდეგ, ობამას პრეზიდენტობისას მიღებული ჯანდაცვის აქტის გაუქმების ბოლო მცდელობამაც მარცხი განიცადა.
ქართული ჯარი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღიჭურვება.
სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფში დააკავეს.
ოჰაიოს შტატში ატრაქციონზე მომხდარმა ინციდენტმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანებები აქვს მიღებული რამდენიმეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ სამშაბათს ღამით კენჭი უყარა რუსეთზე, ირანზე და ჩრდილოეთ კორეაზე ახალი სანქციების დაწესებას - მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ეწინააღმდეგებოდა კანონპროექტს - ხუთშაბათს უკვე ანალოგიური ნაბიჯი აშშ-ის სენატმაც გადადგა.
დემენციით დააავადებული ქალბატონი, რომელიც დაკარგულად ცნეს, პოლიციის ძაღლმა სურნელოვანი სახვევის დახმარებით წუთებში იპოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე არსებითი განხილვა კიდევ ერთხელ გადადო.
როგორც პოლიციამ BBC-სთან განაცხადა, ჯასტინ ბიბერი ფეხით მოსიარულეს მანქანით დაეჯახა. ვიდეოში ჩანს როგორ ეჯახება ცნობილი მომღერლის მანქანა ფეხით მოსიარულე ადამიანს, რომელიც გავრცელებული ცნობით ფოტოგრაფია.
დაბა წაღვერის მახლობლად, არჯევნის ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.