საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გიორგი მარგველაშვილის დებატებში კიდევ ერთხელ გამოწვევას ეხმაურება.
„მე, კიდევ ერთხელ, მინდა მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე“, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
ლეჩხუმის მაღალმთიან სოფელში თანამედროვე სტანდარტების სკოლა გაიხსნა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის სრული აღდგენა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში განახორციელა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მისი თანამდებობაზე საქმიანობის განვლილი პერიოდის შეფასებისას კი ამბობს, რომ „პოლიტიკურად აქტიურ“ და „ტერიტორიულად დიდ“ დუშეთის მუნიციპალიტეტში, გამგებლობა „ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“ და „ძალიან დიდი“, მაგრამ „სასიამოვნო ტვირთიცაა“.
ზოგიერთი „ვეტერანი დემოკრატის“ აზრით (ლიბერასტებზე აღარაფერს ვამბობ), თურმე, უცხოელების თავგასულობაზე „ქართველთა მარშის“ სახით პროტესტის გამოთქმა, - „ნაციზმი და ფაშიზმია?!“
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა ივნისის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყენებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ მინისტრს მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში აქტიური ჩართულობისა და იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ხელისუფლება ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით, დიალოგის გაგრძელების მიმართულებით დგამს".
N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N9 სასაზღვრო სექტორის (ვახტანგისი) დასაცავ მონაკვეთზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ გაუქმებას ნეგატიურ ფაქტად არ აფასებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ზაქარია ენდელაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამის შეჩერების გამო, სოფლებში პროექტების განხორციელების მიმართულებით აქტივობები არ შენელებულა, უფრო მეტიც, ზოგან გაცილებით მასშტაბური პროექტებიც კი ხორციელდება.
კანადის ლიბერალური მთავრობა ბოდიშს მოუხდის გუანტანამოს ყოფილ პატიმარს, ომარ ხადრს და მას კომპენსაციის სახით დაახლოებით 10 მილიონ კანადურ დოლარს (7.7 მილიონი აშშ დოლარი) გადაუხდის. ინფორმაციას „როიტერსი“ ორ იმ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ახლოს იცნობენ აღნიშნულ საკითხს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამ კი ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.