სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 30 აპრილიდან 2 მაისამდე კახეთის რეგიონში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა, რისთვისაც საერთო ჯამში 130 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი.
რაგბიში საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის. გორგოძის თქმით, ის ბოლო თამაშს ნაკრების შემადგენლობაში საქართველოში ითამაშებს და გუნდს ამის შემდეგ დაემშვიდობება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს ჯგუფმა გერმანიაში აშშ-ის არმიის ბაზა „მანჰაიმზე" ინსპექტირება ჩაატარა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა 162-ე საჯარო სკოლაში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა.
თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა - ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლი საკუთარ ავტომობილში გაუხსნეს. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ტყიბულის სპორტის სასახლეში, 6-7 მაისს ,,მე-14 ევროპის ახლგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი“ მიძღვნილი, იმერეთის რეგიონის საკალათბურთო ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კუნძულ კვიპროსზე აღმოჩენილ ქართულ ძეგლებზე კვლევა-ძიების, არქეოლოგიისა და საკონსერვაციო სამუშაოებს აგრძელებს.
2017 წლის ივლისის ბოლოდან, სამი თვის განმავლობაში, ახლადშექმნილ ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო იქნება მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებების პირველი ორგანიზატორი და მასპინძელი, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული მ.კ. ბათუმში დააკავეს.
„ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერი მიმართვა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის აშშ-ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ასე იყო ეს გასული 25 წლის განმავლობაში და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი 25 წლის განმავლობაში შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობა შევქმნათ, რაც არის გარანტი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.