კონსტიტუციური პროექტის ახალი რედაქცია ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს. მათ შორის, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების საკონსტიტუციო დონეზე აყვანა, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ ცვლილებებზე პარლამენტის თავმჯდომარემ იმერეთის რეგიონის მოსახლეობასთან ისაუბრა, სადაც კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო.
კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის ფარგლებში, ქუთაისში პირველი შეხვედრა გაიმართა.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ქვეითთა მომზადების ცენტრის პირველი საწვრთნელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ.
„ჩვენ მოვამზადეთ საქართველოს კონსტიტუციის სრულიად ახალი რედაქცია და არადემოკრატიულ კონსტიტუციას, რომელიც მემკვიდრეობით დაგვიტოვეს, დემოკრატიული კონსტიტუციით ვცვლით. ეს არის მთავარი ამოცანა ჩვენი საკონსტიტუციო რეფორმის, რომელიც ამჟამად ხორციელდება და რომელიც საპარლამენტო განხილვების საფუძველზე დასრულდება“, განაცხადა პარლამენტის თავმჯომარემ, ირაკლი კობახიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სხდომა დაიხურა. მოსამართლე ბადრი შონიამ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და არგუმენტები სხდომის დახურვის შესახებ.
შსს-მ ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. აღნიშნულ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება, აღნიშნული განცხადება პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც დაახლოებით, 2.5 მილიონ ლარს შეადგენს, 2017 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მათ შორის იქნება, თითოეულ სოფელში საჭიროების მიხედვით შერჩეული პროექტები, რისთვისაც ჯამში ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.
თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეწვია და პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა გამართა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატები მამა გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის და რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას დააყენებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.