თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში დღეს სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფციის განხილვა მოეწყო. განხილვაში საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმოადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.
პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი მომავალ ოთხშაბათს ოფიციალურად გაუგზავნის შეტყობინებას ბრიუსელს იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 მარტი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბელგიის სამეფოში პირველი სამუშაო ვიზიტად იმყოფება.
გიორგი მღებრიშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიულერს შეხვდა.
გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება ერთი პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ე.წ. ციანიდის საქმეზე მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ცოტა ხნის წინათ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გორში ნგრევად შენობებში მცხოვრებმა 29 დევნილმა ოჯახმა ახალი ბინები მიიღო. დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელგიის სამეფოში პირველ სამუშაო ვიზიტად გაემგზავრა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.