საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს, ლევონ ალთუნიანსა შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მედიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა და მის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს მხარი არ დაუჭირა.
საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძისა და ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და ვიცე სპიკერების შეხვედრა გაიმართა.
სამწუხაროდ, თვისობრივად ახალი სისტემა ვერ შევქმენით, აღნიშნული განცხადება ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გააკეთა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებული დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის - სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
დღეს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების თანასწორი, სრულფასოვანი და ღირსეული წევრები არიან. მათ აქვთ პოტენციალი და შეუძლიათ საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძისა და ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებისა და ვიცე სპიკერების შეხვედრა გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.