როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რასაც ვგეგმავდით დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დაასახელა მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა, - აღნიშნული განცხადება პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვასთან დაკავშირებით გააკეთა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 თებერვალი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0343 პუნქტით გამყარდა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სასულიერო პირის დაკითხვა მისი შეუძლოდ გახდომის გამო ვერ მოხერხდა.
ქობულეთის კულტურის სახლში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
ქობულეთში რუსთაველის ქუჩის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული ღონისძიებები დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად დაათვალიერა.
„უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მისი დარღვევისა და სხვა დარღვევებისგან გამომდინარე რასაც მე ვხედავ, რა თქმა უნდა, პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ, რომელიც მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა.
დღეს გამოჩნდება, საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მფარველი პრორუსული დამპყრობლური ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რამდენად მართავენ საქართველოს პროკურატურას, - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ, რომელიც პროკურატურაში მივიდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში უკრაინის ახლადდანიშნულ ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა არღვლიანის (კვიციანი) მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
„იმედის" ეთერში ბოლო ჩართვისას ჩემ მიერ გაკეთებული მინიშნებებიდან გამომდინარე, ძალიან ლოგიკურია რომ მათ გაუჩნდათ შეკითხვები და მთხოვეს შეხვედრა, - აღნიშნული განცხადება „იმედთან" საუბრისას ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გააკეთა, რომელიც პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.