საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პისტოლეტის სისტემის სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში პირველობა გაიმართა.
რუსმა ოკუპანტებმა სამეგრელოში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, მეორემ კი გაქცევა შეძლო.
ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით საიუბილეო მიღება გაიმართა. დამოუკიდებლობის აღდგენის 99-ე საიუბილეო წელი ლიტვის სახელმწიფოს და ლიტველ ხალხს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ღონისძიებისადმი მიღძვნილ მიღებაზე მიულოცა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არჩეულმა კანდიდატმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის თანამდებობაზე, გადამდგარმა ვიცე-ადმირალმა რობერტ ჰარვარდმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისათვის, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
შსს–ს თანამშრომლებმა 1948 წელს დაბადებული გ.უ. და 1942 წელს დაბადებული ა.უ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მედიაზე სასტიკი თავდასხმა წამოიწყო მისი თეთრ სახლში საპრეზიდენტო უფლებამოსილების შედგომიდან განვლილი პერიოდის დაცვისას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ20-კმ40 (ყუმისთავი-ღვედი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
თვითმკვლელის მიერ სამხრეთ პაკისტანში, პოპულარულ სალოცავში თავის აფეთქების შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა და 250-მა დაზიანებები მიიღო. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ერთადერთი საავადმყოფო დაჭრილებითაა გადატვირთული. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.