ბრაკონიერობის შემთხვევას ჰქონდა ადგილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ანტი-ბრაკონიერული ღონისძიების დროს, მეტყევეებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილ შველს მიაკვლიეს.
შეერთებული შტატების ფედერალური სააპელაციო სასამართლო უარს ეუბნება ტრამპის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ აღადგინოს მოგზაურობის აკრძალვა უწინდელ მდგომარეობაში.
საფრანგეთის „ცენტრისტმა“ კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც ფრანგული საპრეზიდენტო კამპანია შეანჯღრია, თავის პირველ დიდ სიტყვაში აღთქმა დადო, რომ გააერთიანებს ერს და გააძლიერებს კავშირებს გერმანიასთან.
დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ შეერთებული შტატები იმუშავებს იმისათვის, რომ აღადგინოს მშვიდობა რუსეთის საზღვრის გასწვრივ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 7 მუსულმანური ქვეყნიდან მოქალაქეების ამერიკაში შეშვების აკრძალვის შეჩერების წინააღმდეგ შუამდგომლობით მიმართა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღთქმას დებს, რომ გააუქმებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შეაჩერა მისი ბრძანება, რაც 7 მუსულმანური ქვეყნიდან ამერიკაში მოქალაქეების შეშვების აკრძალვას ითვალისწინებს.
ბათუმში შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლებელში გამოვლენილი დარღვევების გამო, სკოლას ფუნქციონირების უფლება აღარ ექნება, ხოლო მოსწავლეები მობილობით სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდებიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 6-8 თებერვალს პირველ ოფიციალურ ვიზიტად საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თიბისი ბანკის დაფინანსებით, „ფიროსმანის აღდგენის“ მასშტაბური პროექტი განხორციელდა. რესტავრაცია, ნიკო ფიროსმანის მირზაანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ ორი ნამუშევარს - „თამარ მეფესა“ და „შოთა რუსთაველს“ ჩაუტარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.