საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტისას ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ელისაბდ გიგუსთან გამართა შეხვედრა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტები გამოავლინა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ცენტრალურ მაგისტრალებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, არლემ დეზირთან შეხვედრა გამართა.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ი.პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1961 წელს დაბადებული ი.მ. და 1984 წელს დაბადებული ვ.გ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდურის მოსახლეობა კანალიზაციის სისტემის მოწყობას ითხოვს. აღნიშნული სოფლის მცხოვრებთა ერთა ნაწილმა გამგებელთან, გაგიკ კარსლიანთან შეხვედრა გამართა და სოფლის სახელით ითხოვა, რომ 2017 წელს დიდი გონდურის საკანალიზაციო სისტემა დამონტაჟდეს.
კრემლი Fox News -ის წამყვანის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ გაკეთებულ კომენტარებს „მიუღებელს“ უწოდებს და ამერიკული ტელევიზიისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე ქაბულის პროვინციის ქარა ბაღის რაიონის გამგებელს, აბდულ სენი შარიფის შეხვდა.
საქართველოში სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო სიტუაციების ხუთდღიანი უწყებათაშორისო სწავლება „კოლხიდა 2017“ დაიწყო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.