ადიგენის მუნიციპალიტეტში ფრენბურთის ტურნირი დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, შეჯიბრება, რომელშიც 10 გუნდი იასპარეზებს, რამდენიმე ეტაპად წარიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, დიდუბის პანთეონში ყოფილი პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით საფლავი ყვავილებით შეამკო.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს სებასტიან კურცს შეხვდა, რომელიც ამავდროულად ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეა.
საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლი და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ფრაქციებთან და არასამთავრობოებთან სასამართლო რეფორის საკანონმდებლო პაკეტზე მოტივირებული შენიშვნები განიხილა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 თებერვალი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0236 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებსა და უშიშროების საბჭოს მდივანს სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, მას შემდეგ რაც უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს შეხვდა, აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ბესარიონ ალავიძეს და პაატა ქათამაძეს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან შეტყობინებები მიუვიდათ, რის შესახებაც, როგორც მურუსიძე ამბობს, მისთვის დღეს გახდა ცნობილი.
პოლიტპატიმარ ნიკოლოზ კვეზერელს და კიდევ ორ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„მოგესალმებით, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი იმ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯის გადმოსახედიდან, რომელიც გუშინ გადაიდგა საქართველოსთან მიმართებაში. საქართველო ძალიან კარგ ხაზზე დგას, სწორ გზას მიუყვება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფროდაუფრო ძლიერდება“- განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა, რომელიც საქართველოს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში ოფიციალურ ვიზიტად ეწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.