GUARDIAN.GE - საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღებას ათწლეულები დასჭირდება. სტრასბურგში, ევროკავშირის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მან უკრაინას შესთავაზა ბლოკში გაწევრიანების დალოდების პერიოდში „პარალელურ ევროპულ საზოგადოებას“ შეუერთდეს. მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას სხვა გზებით.

სრულად...

საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ეს არის არამარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვტილება, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფაშიზმი, რომელიც იყო გამოწვევა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის, იქნა დამარცხებული ჩვენი ერთიანობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სრულად...

ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, 9 მაისს ცაგერის მუნიციპალიტეტში, მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა, დეპუტატებმა, ლეჩხუმის საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი.

სრულად...

  ქალაქის ცენტრალურ პარკში საქართველოს პარლამენტის წევრმა სუმბატ კიურეღიანმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა, მოადგილეებმა - ალექსანდრე მიქელაძემ და არმენ ბდოიანმა,  საკრებულოს თავმჯდომარემ - ვაან აროიანმა, მოადგილეებმა კონსტანტინ ვარდანიანმა, ვაღინაკ არზუმანიანმა და გიორგი ჩაფანიანმა, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს და ძეგლი  ყვავილებით შეამკეს.  

სრულად...

9 მაისთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 100 წლის იოსებ ტუხაშვილს სახლში ეწვია. მთავრობის მეთაურმა ომის ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა და თარიღთან დაკავშირებით საჩუქრები გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილმა იოსებ ტუხაშვილს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.

სრულად...

პირველ რიგში მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე, 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

სრულად...

საქართველოს საგარეო სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

სრულად...

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი ლიდერობს. ადგილობრივი  ე.წ. ცესკოს მონაცემებით, ხმების 85%-ის დათვლის შედეგად მას ხმების 53.67% - 14 505 ხმა აქვს მიღებული, მოქმედ ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს კი, 41.3% - 11 099 ხმა. ყველას წინააღმდეგ ხმა 5.03%-მა, 800-მა მოქალაქემ მისცა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი