გერმანელმა სამართალდამცავებმა ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი მეორე პირი, 26 წლის ტუნისელი დააკავეს.
გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, პაატა ძულიაშვილის გადაწყვეტილებით, კულტურის ცენტრის 40 თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
სააპელაციო სასამართლო „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე მსჯელობს. თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნინო კალანდაძე თანაპარტიელის, სერგო რატიანის მიერ პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებისადმი გაგზავნილ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ "რატიანის წერილს არ იზიარებს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების უმრავლესობა. მეტიც, ისინი წინააღმდეგებიც კი არიან".
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (4 იანვარი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0214 პუნქტით გაუფასურდა.
მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს მიერ მაგდა პაპიძის საჩივრის დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მკვლელობა მოხდა. "რუსთავი 2"-ის ცნობით, 45 წლამდე ასაკის ქალი მეუღლემ თოკით გაგუდა. გარდაცვლილის მეზობლები ტელეკომპანიასთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მამაკაცი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.
ისრაელელი ჯარისკაცი, რომელმაც დაჭრილი პალესტინელი თავდამსხმელი მას შემდეგ მოკლა, რაც მას დანა წართმეული ჰქონდა, და რომლის მიერ ჩადენილი აღნიშნული ქმედება ვიდეოთია გადაღებული, არაწინასწარგანზრახული მკვლელობისთვის გაასამართლეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.