საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (16 ნოემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0030 პუნქტით გამყარდა.
შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ დედოფლისწყაროში, ახალი სასაზღვრო სექტორის შენობის გახსნაზე განაცხადა, რომ ამერიკამ სასაზღვრო ობიექტზე ინვესტირება მოახდინა და ეს მხოლოდ ნაწილია იმ დახმარების, რასაც ამ მიმართულებით ვაშინგტონი ახორციელებს.
ანტი-საემიგრაციო ძალისხმევის არქიტექტორი, რომლის თქმითაც, იგი უწევს რჩევებს პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს, აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაცია შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას შესაძლოა სწრაფად, კონგრესის მოწონების გარეშე შეუდგეს.
ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მათ პარლამენტში ერთი ფრაქცია ექნებათ, რომელსაც ნიკა მელია უხელმძღვანელებს, ვიცე-სპიკერის თანამდებობას კი, სერგი კაპანაძე დაიკავებს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ახალ პარლამენტშიც დავით ბაქრაძე იქნება.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდრის, გიგა ბოკერიას განცხადებით პარტიაში დაპირისპირება პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რამაც პარტიის წევრთა ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია გამოიწვია. მიუხედავად ამისა, იგი მიიჩნევს, რომ არჩევნებზე "ხელის ჩაქნევის" გამოცხადება, მით უფრო თვითმმართველობის არჩევნების ფონზე "დიდი შეცდომა" იქნებოდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები კომისიის წევრებს ცესკო-ს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა გააცნო.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულლ შტატებში დავით ბაქრაძემ, რომელიც დიპლომატის რანგში უფლებამოსილების შესრულებას ვაშინგტონში სავარაუდოდ, დეკემბრიდან შეუდეგბა, განაცხადა, რომ საქართველოს სასაპატრიარქოს წარმომადგენლებმა ბრიუსელში "მნიშვნელოვანი გზავნილი" მიიღეს და მათ მკაფიოდ განემარტათ, რომ "არის საკითხები, რომელსაც თითოეული სახელმწიფო საკუთრივ განსაზღვრავს, როგორი პოლიტიკა აირჩიოს".
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გერმანიის მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის უმაღლესი სარდლლის მოადგილეს ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მის გარდამავალ გუნდში უწესრიგობას აქვს ადგილი.
2 მილიონი ამერიკული დოლარის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ რუსეთის ეკონომიკის მინისტრს, ალექსეი ულიუკაევს ორთვიანი წინასწარი შინაპატიმრობა მიუსაჯეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.