სულ მცირე 19 ადამიანია მოკლული პაკისტანის ქალაქ ჩარსადაში, სადაც უნივერსიტეტს შეიარაღებული პირები დასხნენ თავს. არმიის წარმომადგენლის თქმით, 4 შეიარაღებული პირი მოკლეს, მაგრამ სხვები სავარაუდოდ გამაგრებულნი არიან ბაჩა ხანის უნივერსიტეტში. გენერალ საედ ვაზირის განცხადებით, სტუდენტების ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დეკემბრისა და იანვარ-დეკემბრის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით, თუკი საქართველო ბაზარზე „გაზპრომისგან“ დამატებითი მოცულობის გაზს არ შეიძენს, იძულებული იქნება თბოსადგურები გათიშოს.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 28 იანვარს დაგეგმილ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
ოზურგეთში მცხოვრები ძმები - 1987 წელს დაბადებული, ნოდარ თ. ქურდობის მცდელობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ხოლო 1997 წელს დაბადებული თორნიკე თ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ "გაზპრომი" საქართველოს ულტიმატუმს უყენებს. კალაძე ირწმუნება, რომ ქართულმა მხარემ კატეგორიული წინააღმდეგობა დააფიქსირა "გაზპრომის" მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გატარებული აირის საფასური არა ნედლეულის, არამედ თანხის სახით გადაუხადოს, თუმცა კომპანიამ ღიად მიუთითა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთის გაზმომარაგებას ირანის მეშვეობით უზრუნველყოფდა.
შეიარაღებული პირები პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე უნივერსიტეტს ჩარსადას დაესხნენ თავს. როგორც BBC ამ წუთებში იუწყება, სროლები და ბრძოლა ახლაც მიმდინარეობს.
ჩრდილო კორეის მეცნიერებმა "ნაბახუსევისაგან თავისუფალი" ალკოჰოლური სასმელი გამოიგონეს. ამის შესახებ BBC "ფხენიან თაიმსზე" დაყრდნობით წერს.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა თავისი ნათლულები დალოცა. უწმინდესის ნათლული 560-ზე მეტი ბავშვი გახდა. სამების საკათედრო ტაძარში ჩვლითა 42-ე საყოველთაო ნათლობის დასრულების შემდეგ ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მივიდა, ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და ნათლულები დალოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.