რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კნოლევში ერთი მოქალაქე დააკავეს. მამაკაცი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით არის დაკავებული.
საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ე.წ. რბილი ძალის წარმატების მაგალითი, მიუხედავად ამისა, ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს , რათა უზრუნველყოს რეგიონის სტაბილურობა და ადამიანის უფლებათა დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი euractiv.com-ზე გამოქვეყნებულ წერილში წერს.
პარიზის სან-დენის გარეუბანში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალმა აიფეთქა თავი. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი", პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე (ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია), საავტომობილო მოძრაობა აღდგა
პროდასავლური მთავრობისგან საჭიროა უფრო ზუსტი პოლიტიკა, წესების დაცვა, განსაკუთრებით ეს კორუფციასთან ბრძოლას და მოსკოვთან ფლირტს ეხება, - ამბობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი დონალდ იენსენი "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში.
ნიგერიაში ტერაქტების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 30 და დაშავდა 80-მდე ადამიანი. "ბიბისის" ცნობით, აფეთქება ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ იოლას ბაზრის ტერიტორიაზე, საღამოს საათებში მოხდა.
საქართველო არ არის კონსოლიდირებული დემოკრატია, ეს კი რუსეთს საშუალებას აძლევს, ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას, დასავლეთს კი - თქვას, რომ საქართველო მზად არ არის, - ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარმა დონალდ იენსენმა "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.