მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც ქართველი ხალხი დიდად აფასებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ჩანს, პატიმარ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ან ძალიან შერყეულია ანდა მარგინალ ნაცსექტას „დეფიბრილატორიც“ კი დასჭირდა КГБ-ს ოფიცრის, თემურ ალასანიას სახით.
2021 წლის ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 224.2 ლარი იყო, ნოემბერში ეს მაჩვენებელი 0.5 თეთრით შემცირდა, ჯამში კი 223.7 ლარი შეადგინა. ამასთან, ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში 0.4 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 198.1 ლარს შეადგენს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მდინარე ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ცაგერის მერი გიორგი ნემსაძე და მერის მოადგილე ალუდა თუთისანი გაეცვნენ.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ დაათვალიერა და პირადად იხილა ახალი საავადმყოფოს თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 50 585 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 630 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 955 PCR ტესტით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
ბოლო 4 წელიწადია, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არ გამართულა, შესაბამისად, ის ფაქტი, რომ იკრიბებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ლიდერები, უაღრესად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
კახეთის მიმართულებით ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პირველი და მეორე მონაკვეთების მშენებლობა იწყება, კახეთის მაგისტრალური გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 31.5 კმ-იანი გზა აშენდება.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბაკურიანში უწყებათაშორისი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.